Monday, July 16, 2018

მეცხრე დღე

  დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.გავიხსენეთ პირველი დღიდან მეცხრე დღის ჩათვლით რა ვისწავლეთ,როგორ შევქმენით ჩვენი ბლოგები,როგორ გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში,როგორ დავამზადოთ ბროშურები,სიგელები და ა.შ.
  მოვაწყეთ ჩვენს მიერ შესწავლილი პროექტის გეგმის პრეზენტაციები,სადაც ყველა მონაწილემ მივიღეთ მონაწილეობა.
 მადლობა  ბატონო დავით გაწეული შრომისთვის,სწავლისთვის,ხალისისთვის და შემართებისთვის.

 

Friday, July 13, 2018

დღე მერვე

ეს დღე დაიწყო ჩვენი შექმნილი ბლოგების გახსენებით,ერთმანეთის ბლოგების დათვალიერებით,შევისწავლეთ როგორ გავალამაზოთ ჩვენი ბლოგი სურათებით,ვიდეოებით,ჩვენს მიერ აწყობილი პრეზენტაციებით.
მადლობა ბატონო დავით!

Wednesday, July 11, 2018

დღე მეშვიდე

გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.განვიხილეთ მოდული 5.
განვიხილეთ სხვადსხვა საიტების მისამართები,როგორ შევქმნათ კომიქსები,როგორ შევუცვალოთ ნახატს ფორმა,როგორ დავახატოთ სხვადასხვა ფიგურები.
დღევანდელი დღე იყო საინტერესო.მადლობა ბატონო დავით!

Monday, July 9, 2018

სიკეთე გადამდებია 150 სკოლა 3ა კლასი (kindness is contagious)

დღე მეექვსე

 ეს დღე დაიწყო "პოვერ პოინტის"გაცნობით,როგორ შევქმნათ ჩვენი პრეზენტაციები.ვისაუბრეთ ბლოგზე, როგორ განვათავსოთ არჩეული "პეიჯები",ასევე ვისაუბრეთ "დრაივზე ",როგორ გადავიტანოთ საქაღალდეები.
 ეს დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი საგაკვეთილო პროცესისთვის.
 

Friday, July 6, 2018

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. გავიხსენეთ დაწყვილების მეთოდი.ვისწავლეთ ვიკიპედიიდან ინფორმაციის მოძიება,დაკოპირება,ჩასმა.დღემდე ნასწავლს დაემატა ახალი ცოდნა YouTube-დან ვიდეოების ჩასმა საკუთარ ბლოგზე,გაზიარება,მომხმარება და წაშლა.რაც ძალიან გამიადვილებს საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას.
ასევე ვისწავლე "Translate "როგორ უნდა  გადავთარგმნო ინფორმაცია ჩემს მიერ მითითებულ ენაზე.
განვიხილეთ მოდული 3. საავტორო დოკუმენტების,უფლებების გაცნობა.გავაკეთე ტესტი.
მადლობა ბატონი დავით!

Thursday, July 5, 2018

დღე მეოთხე

დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.გავიხსენეთ დრაივზე ფოლდერების შექმნა.ვისწავლეთ გუგლ დრაივზე მუშაობა,შევსება კითხვარის ფორმების,განმავითარებელი კომენტარების დაწერა მსმენელთა ბლოგზე.გავარჩიეთ მესამე მოდული და განვიხილეთ მოსწავლის დავალებებზე განმავითარებელი კომენტარების გაკეთება და აქტივობები მოსწავლეთა დაჯგუგებების შესახებ.მადლობა ბატონო დავით.